NASA-ს კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჯეიმს ვები“ და რენტგენულმა ობსერვატორია „ჩანდრამ“ საერთო ძალებით ტარანტულის ნისლეულის ახალი, დეტალური ფოტო შექმნეს. ინფორმაცია ამის შესახებ NASA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ტარანტულის ნისლეული, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „30 ოქროს თევზი“ ემისიური ნისლეულია ოქროს თევზის თანავარსკვლავედში, მაგელანის დიდ ნისლეულში. ის ჩვენგან 161 ათასი სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს და ირმის ნახტომის მახლობლად ყველაზე დიდი და კაშკაშა რეგიონია. აქ ჩვენთვის ცნობილი ყველზე ცხელი და მასიური ვარსკვლავები ფიქსირდება, რაც ასტრონომებს საშუალებას აძლევთ უკეთ გაგონ როგორ იბადებიან და ვითარდებიან ვარსკვლავები.
ახალი ფოტო „ჩანდრას“ მიერ შეგროვილ რენტგენულ მონაცემებს „ჯეიმს ვების“ ინფრაწითელ გამოსახულებასთან აერთიანებს. სურათზე გაზის ღრუბლები და ზეახალი ვარსკვლავების ნარჩენებია აღბეჭდილი, რომლებიც ვარსკვლავების შემდეგის თაობის სამშენებლო მასალას წარმოადგენს.