საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ინგლისური გრანდის, „მანჩესტერ სიტის“ ყურადღება მიიპყრო. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძვის, რაც მათთვის დიეგო მარადონას დროს მოგებული ტიტულის შემდეგ ჯერჯერობით შეუსრულებელ ამოცანად რჩება. შემტევი პოტენციალით სავსე გუნდში კვარაცხელია თავისი უშიშარი სტილის დამსახურებით გამორჩეულია - როგორც სერია A-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ „ნაპოლიმ“ კვარაცხელია შედარებით დაბალ ფასად შეიძინა „დინამო ბათუმიდან“, მოსალოდნელია, რომ ნეაპოლური კლუბისთვის ქართველის გაყიდვა საკმაოდ სარფიანი გარიგება იქნებოდა“, - წერს Daily Mail-ი.