ლა ლიგა | „რეალმა“ გასვლაზე „ბილბაო“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა - Palitra News

ლა ლიგა | „რეალმა“ გასვლაზე „ბილბაო“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა

2023-01-23 10:13:00+04:00

ლა ლიგის მე-18 ტურში „რეალმა“ გასვლაზე „ბილბაოს“ ანგარიშით 2:0 მოუგო.

აღნიშნული გამარჯვებით „სამეფო გუნდმა“ სტუმრად სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და „ბარსელონას“ სხვაობის გაზრდის საშუალება არ მისცა.

ამ წუთისთვის მადრიდის „რეალი“ 41 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა, „ბარსელონას“ 3 ქულით ჩამორჩება და 30 იანვარს „სოსიედადს“ უმასპინძლებს.

ცნობისთვის, ქარიმ ბენზემამ ჩემპიონატზე 228-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით კლუბში რაულს გაუთანაბრდა - ამ დროისთვის ფრანგი თავდამსხმელი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდოს ჩამორჩება, რომელსაც რეალის მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 311 გოლი აქვს გატანილი.

ასევე გუშინ, მადრიდელთა მთავარმა კონკურენტმა, „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ხეტაფე“ 1:0 დაამარცხა.