პრემიერლიგის მე-20 ტურში „არსენალმა“ სახლში „მანჩესტერ იუნაიტედს” ანგარიშით 3:2 სძლია.
დუბლი 23 წლის თავდამსხმელმა, ედი ნკეტიამ შეასრულა. 90-ე წუთზე გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა.
ცნობისთვის, „არსენალს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ის 50 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია. არტეტას გუნდი უახლოეს მდევარს, „მანჩესტერ სიტის“ 5 ქულით უსწრებს. მეთოფეები მომდევნო შეხვედრას 4 თებერვალს გასვლაზე „ევერტონის” წინააღმდეგ გამართვენ.
რაც შეეხებათ წითელ ეშმაკებს, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 39 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრაში ტენ ჰაგის გუნდი 4 თებერვალს „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს.
ასევე ცნობისთვის, „არსენალმა“ ბოლო 13 მატჩიდან 11 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
ამასთან, „არსენალი“ მეტოქის საჯარიმოში 63-ჯერ შეეხო ბურთს, რაც ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია.
„მანჩესტერი“ კი ზედიზედ 9 გამარჯვების მერე ჯერ „კრისტალ პალასს“ დაუზავდა, ხოლო გუშინ „მეთოფეებთან“ წააგო.