ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ მიმართვაში ხელისუფლების მიერ მიღებული სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებების გასაჯაროება დაანონსა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტმა, ერთ-ერთი მინისტრის მოადგილე გაათავისუფლა თანამდებობიდან, რომელიც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა. მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს რეალური ინფორმაცია და პასუხები, რომლის მიღებასაც ის შეძლებს, სახელმწიფო კი მისივე თქმით, ძლიერ ნაბიჯებს გადადგამს.