რუსეთის მორიგი თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე გრძელდება. ხარკოვის ოლქზე რუსული ძალების მორიგ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია 67 წლის ქალი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სარაკეტო თავდასხმები ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და კერძო სახლზე განხორციელდა, შედეგად 49 წლის მამაკაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.