სპორტის არაოლიმპიურ სახეობაში 2022 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი დაჯილდოვდა. არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა, ხოლი საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა გამოავლინეს და მედლებით დააჯილდოვეს.
გამარჯვებულთა შორისაა რაგბის, კიკბოქსინგისა და ჭადრაკის ფედერაციები. დაჯილდოების ცერემონიას სპორტული ფედერაციების, მთავრობისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.