მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი 23 იანვარს ჩატარდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული.
ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს რეჟიმის უარი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაზე სამარცხვინოა და დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს