ხარკოვის ოლქზე რუსული ძალების თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო
ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინიეჰუბოვი ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა ქალი, ხოლო ერთი მამაკაცი დაშავდა.
„დღეს, დაახლოებით 14:30 საათზე, სოფელ პეტრივკაზე რუსული საარტილერიო თავდასხმის შედეგად 67 წლის ქალი დაიღუპა. დაზიანებულია სამეურნეო შენობები და კერძო სახლი.
ქალაქი ვოვჩანსკი დღესაც რუსეთის თავდასხმის ქვეშ იყო. ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და კერძო სახლს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან დაარტყეს. დაშავებულია 49 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი“,- წერს ის.