პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, თუ გერმანია უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებით თანახმა არ იქნება, მაშინ მისი ქვეყანა სხვა სახელმწიფოების „მცირე კოალიციას“ შექმნის, რომლებიც მზად არიან უკრაინას ტანკები და სხვა აღჭურვილობა გაუგზავნონ. პოლონეთის პრემიერმა Leopard 2-ის ტანკების გადაცემის შესახებ გერმანიის პოზიციას „მიუღებელი“ უწოდა. მისივე განცხადებით, პოლონეთი პასიური ვერ იქნება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. მისივე თქმით, უკრაინა და ევროპა მოიგებს ომს გერმანიასთან ერთად ან მის გარეშე.