როცა ერთად ვართ ჩვენი ხმა ისმის - ამ ლოზუნგით თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა. უკრაინელმა ლტოლვილებმა ქართველ აქტივისტებთან ერთად უკრაინის მხარდამჭერი გზავნილები მშვიდობის ხიდზე გაახმოვანეს და კიდევ ერთხელ გაიმეორეს რომ ცივილიზებული სამყაროს ერთობით უკრაინა ამ ტერორისტულ ომს გამარჯვებით დაასრულებს. „ერთიანობის ჯაჭვში“ საქართველოს მოქალაქეებიც ჩაებნენ და ამ ფორმით მეგობარ სახელმწიფოს სოლიდარობა მოუცხადეს. აქციაზე ხაზი გაესვა, რომ რუსეთის მიერ წამოწყებული ომი ჩვენი ომიცაა, რადგან უკრაინა ახლა საერთო მტერს ებრძვის.