თელ-ავივში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა , რომელშიც მონაწილეობას 100 000-ზე მეტი ადამიანი იღებდა. გამოსვლები იყო იერუსალიმში, ხაიფაში, ბეერ-შევასა და სხვა ქალაქებშიც. მომიტინგეები ქუჩებში ისრაელის სასამართლო სისტემის რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდნენ. აქციის მონაწილეების განცახდებით, მთავრობა გაღარიბებული ხალხის, ქალებისა და სხვა ჯგუფების უფლებებს არ იცავს. მედიის ცნობით, უკვე მეორე კვირაა, რაც ისრაელის სხვადასხვა ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიციის ლიდერებმა თელ-ავივში შეკრებილ მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს და აღნიშნეს, რომ გამარჯვებამდე არ დანებდებიან.