ერთიანი "ნაციონალური მოძროაბის" კასპის რაიონული ორგანიზაციის წევრთა ნაწილი მხარდაჭერას თავმჯდომარეობის კანდიდატ, ნიკა მელიას უცხადებენ. კასპის რაიონული ორგანიზაციის განცხადებით, მაშინ როცა ქვეყანა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხის ქვეშაა, შიდა პარტიული არჩევნების ჩატარების დრო არ იყო. მათივე განცხადებით, კასპის საარჩევნო შტაბს საკრებულოს წევრი ალექსანდრე შაქარაშვილი უხელმძღვანელებს.