ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, ლუგანსკის ოლქში ვითარება ისევ დაძაბული რჩება. მისი ინფორმაციით, უკრაინის არმია შეტაკებებს იგერიებს და წინ მიიწევს, თუმცა ტემპი ამ დროისთვის შენელებულია. როგორც გაიდაი აღნიშნავს, ოკუპანტები დაღუპული მებრძოლების ცხედრებს ნაღმავენ. ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შიშობს, რომ ომის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 10 წელი იქნება საჭირო განაღმვითი სამუშაოების დასასრულებლად.