23 იანვარს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო კიდევ ერთხელ იმსჯელებს. საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს და მოითხოვს არ შეუშალოს ხელი სააკაშვილის სხვა ქვეყანაში ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაყვანას. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ მიკერძოებული სასამართლოს პირობებში რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა იმედს იტოვებენ რომ მოსამართლე გიორგი არევაძე ობიექტურ და დამოუკიდებელ განაჩენს გამოიტანს.