1. მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს, რომ მოლდოვას, შესაძლოა, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსის შეცვლა და სამხედრო ალიანსში შესვლა მოუწიოს. მისი თქმით, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სერიოზული განხილვა გამოწვია მოლდოვაში იმის შესახებ, სჭირდება თუ არა ქვეყანას კონსტიტუციით დამტკიცებული ნეიტრალიტეტისგან თავის დაღწევა და უფრო დიდ ალიანსში შესვლა. სანდუმ ხაზგასმით არნიშნა, რომ მოლდოვის მიერ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება -საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაზრდით, ან სხვა მოკავშირეებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებით -არ შეიძლება პროვოკაციად აღიქმეოდეს.