უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ამ დრომდე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ვერცერთი რეაქტორის ამუშავება ვერ შეძლეს.
კომპანია ამის მიზეზად ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან უკრაინელი პერსონალის იძულებით გათავისუფლებას ასახელებენ, რომლებმაც რუსების მიერ ტერიტორიის დაკავების შემდეგ რუსული პასპორტების აღებაზე უარი განაცხადეს.
მათივე ცნობით, ახლა ოკუპანტები თავად ცდილობენ დამატებითი პერსონალი რუსეთიდან მოიძიონ.
შეგახსენებთ, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გასული წლის მარტში დაიკავეს.