აღდგება თუ არა საქართველო - რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა - ქართული ოცნება უარყოფს ნებისმიერ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ამ საკითხის გარშემო რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ კი ოპოზიცია შიშობს რომ ფრენების აღდგენის შემთხვევაში ეს საკითხი რუსეთის მხრიდან ისევ შანტაჟის იარაღი გახდება.