ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ბრიფინგს არ ესწრებოდნენ ზუგდიდის პარტიის თავმჯდომარე ანი წითლიძე და ზუგდიდის პარტიის დამფუძნებელი ლევან კონჯარია. მისივე განცხადებით, „თითო-ოროლა კაცის მხარდაჭერა არაფერს ნიშნავს“.