ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელუს ლანდსბერგისი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard 2-ის საბრძოლო ტანკები გადასცეს. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ტანკების მიწოდება საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.