"ქართული ოცნების" აზრით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ამ მიმართულებით იქნება მიღებული, მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებს მოემსახურება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების შემდეგ ოპოზიცია შიშობს რომ ფრენების აღდგენის შემთხვევაში ეს საკითხი რუსეთის მხრიდან ისევ შანტაჟის იარაღი გახდება.