თქვენ მაინც დაეხმარებით უკრაინას საჭირო იარაღით და გააცნობიერებთ, რომ ომის დასრულების სხვა გზა, რუსეთის ფედერაციის დამარცხების გარდა, არ არსებობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ყოველი დაგვიანებული დღე უკრაინელების სიკვდილს ნიშნავს.
„დღევანდელი გადაუწყვეტლობა კიდევ უფრო მეტ ჩვენს ხალხს კლავს. ყოველი დაგვიანებული დღე უკრაინელების სიკვდილს ნიშნავს. უფრო სწრაფად იფიქრეთ“, - წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, გუშინ გერმანიაში რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ.