ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარისხევში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საამქროს ტერეიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული ორ კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი აღმოაჩინეს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.