„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარეობის კანდიდატის ნონა მამულაშვილი, თანაპარტიელებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, პარლამენტის დატოვების საკითხი განიხილონ. მამულაშვილის განმარტებით ინიციატივა მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" ეხება და მოწოდება სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ მას არ ჰქონია. მისივე თქმით, აუცილებელია მხარდამჭერებმა რომლებმაც ნაციონალურ მოძრაობას მანდატები მისცეს, მონაწილეობა უნდა მიიღონ გამოკითხვაში და უფლება ჰქონდეთ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.