„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს ურეკავს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ. ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა ნიკა მელიას, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვისა და რუსული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა მოეთხოვა ასეთივე დაჟინებით, როგორც საკუთარი თავისთვის მხარდაჭერის გამოცხადებაა.