ლავროვთან და პუტინთან ერთად ივანიშვილი საქართველოს ევროპის კარს უკეტავს - ამ განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე", რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხს ეხმიანება. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ნიკა მელიამ თქვა, რომ მისი პარტია საქართველოში რუსულ მთავრობას არ შეეგუება და ევროპული მომავლისთვის იბრძოლებს. მისივე თქმით, კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კრემლი საქართველოს ხელისუფლებას, განგებ აქებს.