საგარეჯოში დღეს გლოვაა - ეზოში, სადაც 5 მიცვალებულის ცხედარი იყო დასვენებული, ხალხს ყვავილები მიაქვს და სანთლებს ანთებენ, ისინი პატივს მიაგებენ მოქალაქეებს, რომლებიც ნოდარ ათუაშვილის სროლას შეეწირნენ. პარალელურად, პოლიციის სამმართველოში გამოკითხვები გრძელდება. გამოკითხულთა შორისაა 49 წლის მამაკაცის შვილი, რომელმაც სროლის დროს სახლის დატოვება შეძლო. სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. საზარელი შემთხვევა საგარეჯოში გუშინ, შუაღამეს მოხდა. ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სპეცოპერაციის დაწყების დროს კი დამნაშავემ თავი მოიკლა.