აკაკი მინაშვილი - იმისთვის, რომ საქართველოს დარჩეს ევროპული პერსპექტივა და ჰქონდეს შანსი მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობა, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან ჰუმანიტარული მიზნით უნდა გაიყვანონ - Palitra News

აკაკი მინაშვილი - იმისთვის, რომ საქართველოს დარჩეს ევროპული პერსპექტივა და ჰქონდეს შანსი მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობა, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან ჰუმანიტარული მიზნით უნდა გაიყვანონ

2023-01-20 19:56:51+04:00

მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში მთელი დღის განმავლობაში, ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები პოლიტიკოსები და თანამოაზრეები იყვნენ შეკრებილები. მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები სააკაშვილის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე საუბრობენ და მის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს არ გაითვალისწინებს და ექსპრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას არ მისცემენ, ეს ქვეყნისთვის რეპუტაციის შემლახავი იქნება და შესაძლოა საქართველომ კანდიდატის სტატუსიც დაკარგოს.