მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოთხი მოწმე დაიკითხა. მათშორის სამი ემპათიის ექსპერტი, რომლებმაც დამატებით მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებზე ისაუბრეს, კერძოდ როგორიცაა აპათია და მენტალური ფუნქციების ტლანქი მოშლა. ნევროლოგის განმარტებით, ჩამოთვლილი სიმპტომები სასჯელისგან გათავისუფლების წინაპირობაა. მეოთხე მოწმე კლინიკა ვივამედის უფროსი ექთანია, რომელსაც მესამე პრეზიდენტთან ყველაზე ხშრი შეხება აქვს. მან დეტალურად ისაუბრა ოთხი ოქტომბრის ფაქტზე რა დროსაც მიხეილ სააკაშილს ნევრული აშლილობა ჰქონდა. ცნობილია შემდეგი სასამართლო პროცესის თარიღები 23-27 იანვარი.