საზარელი ღამე, ასე ეხმაურებიან საგარეჯოში თვითმხილველები მკვლელობების სერიას, რომელსაც 5 მსხვერპლი და 5 დაშავებული ჰყავს. 48 წლის ნოდარ ათუნაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით საგარეჯოს ცენტრში მეზობლებს და ადგილობრივებს ესროლა, სპეცოპერაციის დაწყებისას კი თავი მოიკლა. საგამოძიებო პროცესები გრძელდება , დაკითხვაზე მთელი დღის განმავლობაში კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლები და ე.წ.ი ოქროს მოწმე, ნოდარ ათუნაშვილის ვაჟი იკითხებიან.