გერმანიამ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა - Palitra News

გერმანიამ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა

2023-01-20 19:12:34+04:00

გერმანიამ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა. ამის შესახებ, გერმანული გამოცემა ZDF-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრის დროს განაცხადა.

პისტორიუსის თქმით, კიევისთვის სამხედრო დახმარების პაკეტში Marder-ის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი, Patriot-ის ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისთვის საჭირო რაკეტები შევა.

მან აღნიშნა, რომ ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და Patriot-სთვის უკრაინელი სამხედროების წვრთნა იანვრის ბოლოს დაიწყება.

“ნომერ 1 პრიორიტეტი - ეს არის საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვა და კიდევ ერთხელ საჰაერო თავდაცვა. განსაკუთრებით, საბრძოლო მასალის ჩათვლით”, - აღნიშნა პისტორიუსმა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ახალი სამხედრო პაკეტის ღირებულება 1 მილიარდ ევროს შეადგენს. საერთო ჯამში კი, გერმანიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება 3.3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

„გერმანია არ გაჩერდება და უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის”, - განაცხადა პისტორიუსმა.