პლანეტის უხუცესი მცხოვრები, ფრანგი ლუსილ რანდონი გარდაიცვალა. თებერვალში მას 119 წელი შეუსრულდებოდა.
ლუსილ რანდონი 1904 წლის 11 თებერვალს დაიბადა. 1945 წლიდან, 28 წლის განმავლობაში მუშაობდა ქალაქ ვიშის საავადმყოფოში, 70-იანი წლების ბოლოდან კი, საფრანგეთის სხვადასხვა მონასტერში მოღვაწეობდა და მონაზონ ანდრეს სახელით იყო ცნობილი. ბოლო წლებში მხოლოდ ეტლით გადაადგილდებოდა. 2021 წელს, covid-19-ით დაავადდა, თუმცა, მალე გამოჯანმრთელდა.
სააგენტო „ფრანს პრეს“-ის ინფორმაციით, ლუსილ რანდონი 17 იანვარს, ძილში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ პლანეტის უხუცესი მცხოვრები გახდა 115 წლის ესპანელი მარია ბრანიას მორერა.