„შეწყვიტეთ წარმატების მუდმივი დევნა და დააფასეთ საკუთარი მიღწევები“ — Tiger Beer-ის კამპანია - Palitra News

„შეწყვიტეთ წარმატების მუდმივი დევნა და დააფასეთ საკუთარი მიღწევები“ — Tiger Beer-ის კამპანია

2023-01-21 10:30:46+04:00

Tiger Beer-ს სურს, ადამიანებმა მომდევნო დიდი წარმატების დევნა შეწყვიტონ და უკვე არსებული მიღწევები დააფასონ. ლუდის პრემიუმ ბრენდმა Le Pub APAC-ის მიერ შექმნილი კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით „იყავი უფრო მამაცი ხვალ“.

რეკლამა ასახავს ადამიანებს, რომლებიც ისე არიან ორიენტირებულნი ხვალინდელი დღის მოლოდინზე, რომ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს გაურბიან — გამარჯვებას, საოცნებო სამსახურებს, დაწინაურებას და აღიარებას. საგულისხმოა, რომ ინიციატივა სააგენტო YouGov-ის კვლევას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდების 57% განიცდის ზეწოლას „შეუძლებელი სტანდარტების“ შეუსრულებლობის გამო.

„Tiger Beer-ს სჯერა, რომ ყველანი ჩვენში არსებული ვეფხვით ვიბადებით — საკუთარი თავის იმ ვერსიით, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია“, — აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, შონ ოდონელი.