ნინო სურგულაძე წერს, რომ იტალიაში, ნეაპოლში „რიგოლეტოს“ პრემიერამ მისი მონაწილეობით დიდი წარმატებით ჩაიარა:
„გუშინდელმა „რიგოლეტოს“ პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა იტალიაში, კერძოდ, ნეაპოლში. მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს, რამაც მთელი დასი გაგვახარა. ჩემ გვერდით იდგნენ მსოფლიოში წამყვანი მომღერლები, სოპრანო ნადინ სიერა, ბარიტონი ლიუდოვიკ ტეზიე და სხვები. ყველამ არაჩვეულებრივად შეასრულა თავისი მისია, დაწყებული სან კარლოს თეატრის ორკესტრით და გუნდით დამთავრებული, არაჩვეულებრივი კოლეგებით და მაესტრო ლორენცო პასერინის დირიჟორობით.
მადლობა ნეაპოლს ამ სითბოსთვის.
ეს პრემიერა სიყვარულით მივუძღვენი ბუბა კიკაბიძის ხსოვნას…
მიყვარხართ, თქვენი ნინო…“.