ზუსტად 16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შონ პენი და რობინ რაიტი ერთმანეთს დაშორდნენ. რთული და გამოწვევებით სავსე ცხოვრების მიუხედავად, ისინი მუდამ ინარჩუნებდნენ ჰოლივუდის ყველაზე გამორჩეული წყვილის სტატუსს. მათ ერთმანეთი 1989 წელს გაიცნეს და მალევე დაიწყეს ურთიერთობა, მოგვიანებით შონ პენი რობინს დაშორდა და მხოლოდ 1996 წელს ცნობილი გახდა, რომ ისინი ისევ ერთად არიან. მიუხედავად პენის არასტაბილური ხასიათისა, მან რობინ რაიტთან 2007 წლამდე იცხოვრა, წყვილს ორი შვილი, 29 წლის ჰოპერი დ 27 წლის დილანი ჰყავს.
ამჯერად პაპარაცებმა მოახერხეს და გადაიღეს წყვილი, რომელიც დაშორების შემდეგ ერთად არავის უნახავს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 62 წლის პენი თავის რჩეულს, ლეილა ჯორჯს 2022-ში დაშორდა, ისევე როგორ რობინ რაიტი ბოიფრენდს, რომელსაც წლებია ხვდებოდა. ყოფილი მეუღლები ერთად, ლოს-ანჯელესის აეროპორტში გადაიღეს.