საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე პარტნიორი თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები კიდევ ერთხელ შეკრიბა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. საუბარი ასევე, აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხო.