საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელზეა. გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის სტატისტიკით, გასულ წელს ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 7 963-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 116%-ით მეტია. ამ დროისთვის ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 8 865 მოქალაქეს აქვს დაწერილი.