უკრაინაში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ავრცელებს. მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, მაჩულიშჩის აეროდრომიდან გამანადგურებელი აფრინდა. უკრაინული მედიები კი ავრცელებენ ცნობებს, რომ საჰაერო განგაში ბელარუსის ტერიტორიაზე ორი გამანადგურებლის აფრენასთანაა დაკავშირებული.