პოლიტიკის მიმოხილველი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
"რამდენიმე წლის წინ, ჩემს ახლობელს ფსიქიატრიული დახმარება დასჭირდა და ლონდონის ერთერთ კლინიკაში დავაწვინეთ. ენის ბარიერის გამო, დიდ დროს ვატარებდი მასთან კლინიკაში. კლინიკის მოსაწევ სივრცეში ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი - თავიდან ფეხებამდე აქლემისფერ ქაშმირში გამოწყობილი (ულამაზესი) ლორდი, რომელსაც ნარცისიზმი სტანჯავდა, ჟურნალისტი, რომელსაც მძიმე დეპრესია აწვალებდა... იქვე იყვნენ ბრგე და ლამაზი კაცები - მეთქი თქვენ აქ რატომ ხართ? ჩვენ ამერიკელი სამხედროები ვართო, ავღანეთის მისიიდან სახლებში ვბრუნდებით და ორკვირიან სავალდებულო დაკვირვება/მკურნალობას გავდივართ, პოსტ ტრავმატული სტრესული აშლილობა რომ არ დაგვრჩესო, შეიძლება ზოგიერთს მეტხანსაც მოგვიწიოს დარჩენაო. ცხადია ეს ამბავი იმიტომ არ დამიწერია, რომ ვიცი თვითმკვლელ მკვლელს რა უჭირდა, ან რა მკურნალობა სჭირდებოდა - უბრალოდ მაინტერესებს, ჩვენი ჯარისკაცებიც გადიან თუ არა მენტალური ჯანმრთელობის შემოწმებას და მკურნალობას მისიების შემდეგ.
ვიზიარებ დაღუპულების ოჯახების მწუხარებას და დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.