"ეს არის სიგნალი, რომ სააკაშვილის რესურსი თანდათან იწურება" - რა ხდება სააკაშვილის სასამართლო პროცესზე და რას ამბობს ნევროლოგი ოთარ თოიძე? - Palitra News

"ეს არის სიგნალი, რომ სააკაშვილის რესურსი თანდათან იწურება" - რა ხდება სააკაშვილის სასამართლო პროცესზე და რას ამბობს ნევროლოგი ოთარ თოიძე?

2023-01-20 15:44:00+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნევროლოგ ოთარ თოიძის გამოკითხვა დასრულდა, მან მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის რეკომენდაცია გასცა. თოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილს საჭირო მკურნალობა არ ჩაუტარდება ფატალური შედეგი დადგება. შემდეგი ექსპერტის, ცენტრ "ემპათიის" ფსიქიატრის გიორგი ბერულავას გამოიკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება.