ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას წინ ხმაური და დაპირისპირება უძღოდა.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “პალიტრანიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.