საგარეჯოში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან სროლა ატყდა. შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცველი. ასევე დაჭრილია რამდენიმე პირი, მათგან ერთი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. მისი მდგომარება მძიმეა. როგორც გაირკვა პირი, რომელმაც სროლა ატეხა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი იყო. მან, გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დაწყებამდე თავი მოიკლა.
49 წლის ათუაშვილი თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა, ნამყოფია ავღანეთის მისიაშიც.
"თავდაცვის სამინისტროში 2006 წლიდან მუშაობდა. ოპერატიული ინფორმაციით, რომელიც დაგვიდასტურეს, 2021 წელს დატოვა სამხედრო სამსახური. ავღანეთის მისიაშიც ნამყოფია. რა მოხდა, არავინ იცის“, - განუცხადა ჟურნალისტებს დანაშაულის ადგილას ჩასულმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ათუაშვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და შესაბამის მკურნალობასაც გადიოდა.
49 წლის მამაკაცი მეუღლესთან გაშორებული იყო და მასთან შვილი სტუმრად მიდიოდა ხოლმე...წაიკითხეთ სტატია სრულად