ოთხ-დღიან სამუშაო კვირაზე საუბარი კორონავირუსის პანდემიის დროს გახდა აქტუალური, როდესაც დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა იქამდე არსებული სამუშაო პრაქტიკის გადაფასება დაიწყეს. იდეა მარტივია - დასაქმებულები ერთსა და იმავე სამუშაოს 5 დღის მაგივრად 4 დღეში შეასრულებენ, ანაზღაურება კი არ შეეცვლებათ.
2022 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ პრაქტიკაზე გადასვლის შემდეგ ორგანიზაციებში გაიზარდა როგორც შემოსავალი, ასევე დასაქმებულების პროდუქტიულობა, სამსახურის გაცდენის შემთხვევები კი შემცირდა. გაუმჯობესდა იმგვარი ინდიკატორები, როგორებიცაა კეთილდღეობის თუ დაღლილობის დონე. ამასთან, ორგანიზაციების შემოსავალმა, დაახლოებით, 38%-ით მოიმატა წინა წელთან შედარებით, რაც ბიზნესების ზრდაზე მიუთითებს.
პროფკავშირები ევროპის მასშტაბით მთავრობებს აქტიურად მოუწოდებენ 4-კვირიან სისტემაზე გადასვლისკენ.
სააგენტო Euronews-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებმაც უკვე დაიწყეს ახალ მეთოდზე გადასვლა. ბელგიაში 4-კვირიანი სამუშაო დღე ნებაყოფლობითი გახდა. ამასთან, კომპანიებმა, რომლებმაც დიდ ბრიტანეთში უკვე გამოცადეს 4-დღიანი სამუშაო კვირა, ექსპერიმენტი „ექსტრემალურად წარმატებულად“ მიიჩნიეს და ამ რეჟიმზე მუდმივად გადასვლას გეგმავენ.
როგორც კვლევამ აჩვენა, ექსპერიმენტის მონაწილე კომპანიათა უმეტესობა - 86% - აპირებს 4-დღიანი სამუშაო კვირა საცდელი პერიოდის შემდეგაც შეინარჩუნოს. მსოფლიო ტრენდს შოტლანდიაც უერთდება. ისლანდია 4-დღიანი სამუშაო კვირის დანერგვაში ერთ-ერთი ლიდერია. რაც შეეხება იაპონიას, 4-დღიან სამუშაო რეჟიმს იაპონიაში დიდი კორპორაციები მიმართავენ.