რუსების დეპოზიტებმა უცხოურ ბანკებში 30 ნოემბრის მდგომარეობით 81 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რაც, სულ მცირე, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან მოყოლებული მაქსიმალური მაჩვენებელია. ამის შესახებ ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემებში არის ნათქვამი, რასაც რუსული Forbes ავრცელებს.
„ალფა-ბანკის“ ეკონომისტები, ნატალია ორლოვა და ირინა როსტოვცევა 2022 წლის დეკემბერში წერდნენ, რომ კერძო კაპიტალი რუსეთს ემიგრანტებთან ერთად „ტოვებს.“ მათი მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისამდე რუსები საზღვარგარეთ 30 მლრდ დოლარზე ნაკლებს ინახავდნენ, ხოლო 2022 წლის შემოდგომისთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა, რაც რუსეთში სამომხმარებლო ბაზრის ფიზიკურ შემცირებაზე მიუთითებს.
ეკონომისტების პროგნოზით, ემიგრაციამ შესაძლოა, 2023 წელს რუსეთის მშპ, გასულ წელთან შედარებით, თითქმის 7%-მდე შეამციროს.