საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წელთან შედარებით 32.8 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი ხუთ მილიარდ 592 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი ცამეტი მილიარდ 450 მილიონი დოლარის ფარგლებშია.
უწყების ცნობით, 2022 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.
რაც შეეხება იმპორტს, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. ამასთან, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი