გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, ამჟამად უკრაინაში, თითქმის დანამდვილებით, დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფ „ვაგნერის“ 50 000-მდე წევრი იმყოფება.
„ვაგნერი“ თითქმის დანამდვილებით, ამჟამად უკრაინაში 50 000-მდე მებრძოლს მეთაურობს და უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების მთავარი კომპონენტი გახდა“, - აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით „ვაგნერი“ საჯარო პროფილში „საოცრად სწრაფ განვითარებას“ განიცდის.
„ევგენი პრიგოჟინმა მხოლოდ 2022 წლის სექტემბერში აღიარა მის მიერ „ვაგნერის“ შექმნა. 2022 წლის ოქტომბერში კი მან პეტერბურგში შტაბი გახსნა“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.