საგარეჯოში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ თუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმეჯერ გაისროლა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა: დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და სამართალდამცველი ოთარ ღვინაშვილი. ასევე დაჭრილია რამდენიმე პირი, მათგან ერთი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა.
გარდაცვლილი პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია. ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო. წლების განმვლობაში ის თბილისში მუშაობდა და საგარეჯოს განყოფილებაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციელი იმ დროს დაიჭრა, როცა იქვე მყოფ მოქალაქეს გადაეფარა.
"იოლის" მაღაზიასთან გადაეფარა მოქალაქეს და გულის არეში მოხვდა ტყვია. ადგილზე გარდაიცვალა. საკუთარი სიცოცხლის ფასად ერთ-ერთი ადგილობრივი გადაარჩინა" - ჰყვებიან ადგილობრივები...წაიკითხეთ სტატია სრულად