საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება საგარეჯოში, სადაც გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ყოფილმა სამხედრომ საცხოვრებელი სახლის აივნიდან, 5 ადამიანი მოკლა, მათ შორის ადგილზე მისული პოლიციელიც. დაჭრილია 5 ადამიანი. თავდამსხმელმა ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, თავი მოიკლა. თავდასხმის დროს, ყოფილ სამხედროსთან ერთად მისი შვილი იმყოფებოდა. სწორედ შვილმა აცნობა პოლიციას თავდასხმის შესახებ. ის ამ დრომდე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.