ტრაგედია დატრიალდა კახეთში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნორად ათუაშვილმა განახორციელა.
მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა. შემთხვევას ემსხვერპლა პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი. ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი იყო. წლების განმვლობაში ის თბილისში მუშაობდა და საგარეჯოს განყოფილებაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, პოლიციელი იმ დროს დაიჭრა, როცა იქვე მყოფ მოქალაქეს გადაეფარა.
"იოლის" მაღაზიასთან გადაეფარა მოქალაქეს და გულის არეში მოხვდა ტყვია. ადგილზე გარდაიცვალა. საკუთარი სიცოცხლის ფასად ერთ-ერთი ადგილობრივი გადაარჩინა" - ჰყვებიან ადგილობრივები...წაიკითხეთ სტატია სრულად