საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში „კინგ ფაჰდის“ სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენი“ ხვდებოდა ადგილობრივი კლუბების – „ალ-ნასრისა“ და „ალ-ჰილალის“ საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს.
პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში ერთდროულად მოხვდნენ ლიონელ მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე.
„ალ-ნასრი“/“ალ-ჰილალის“ ძირითად შემადგენლობაში იყო კრიშტიანო რონალდო – ეს პორტუგალიელის დებიუტი იყო ახლო აღმოსავლეთში.
ანგარიში მატჩის დებიუტში მესიმ გახსნა, რომელსაც ნეიმარმა მისცა პასი. კრიშტიანო რონალდომ 34-ე წუთზე 11-მეტრიანით გაათანაბრა. ამის შემდეგ პსჟ-ს ხუან ბერნატი გაუგდეს, თუმცა ანგარიში მაინც პარიზელებმა შეცვალეს, როცა მარკინიოსმა 43-ე წუთზე მბაპეს პასი გამოიყენა. შესვენებამდე ანგარიში ისევ გათანაბრდა – კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა - ამ გოლის შემდეგ მასსა და მესის შორის ანგარიში გათანაბრდა მათ პირად დაპირისპირებაში და გახდა 23:23. სანამ კრიშტიანო დუბლს შეასრულებდა, მანამდე ნეიმარმა პენალტი ვერ გაიტანა.
მეორე ტაიმში „პეესჟე“ სერხიო რამოსის გოლით დაწინაურდა და არაბებმა კიდევ ერთხელ გაათანაბრეს კორეელი ჩან-ჰიუნ სუს თავურით. დაახლოებით სამ წუთში ფრანგები მეოთხედ გავიდნენ წინ – მასპინძელთა კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც მბაპემ გამოიყენა.
85-ე წუთზე „პსჟ“ პირველად გავიდა წინ ორი ბურთით – ეკიტიკე კონტრშეტევაში გაიქცა და მეხუთე გოლი გაიტანა. მაგრამ ეს არ ყოფილა ბოლო გოლი მატჩში შეხვედრას წერტილი ანდერსონ ტალისკამ დაუსვა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.ცნობისთვის, მატჩს 68 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.